ბიტკოინი 1 მილიონ დოლარად! კიბერუსაფრთხოების ლეგენდამ ჯონ მაკაფიმ NSFW ფსონი ასწია

image

ბიტკოინი 1 მილიონ დოლარად! კიბერუსაფრთხოების ლეგენდამ ჯონ მაკაფიმ NSFW ფსონი ასწია 

წინა ზაფხულს ჯონ მაკაფიმ განაცხადა, რომ ის თავისი სასქესო ორგანოსგან საჭმელს მოამზადებს და პირდაპირ ეთერში მიირთმევს, თუ სამ წელიწადში ბიტკოინის ფასი არ მიაღწევს 500 000 დოლარს.

ახლა, როდესაც ბიტკოინის ფასი აიწია ხუთჯერ და მისი წინასწარმეტყველება გასცდა 11 000-დოლარიან ნიშნულს, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის პიონერის სანაძლეო ნაკლებად სულელურად გამოიყურება.

მაგრამ ოთხშაბათს მან გადაწყვიტა ფსონის გაორმაგება:

ჯონ მაკაფი:

როდესაც მე გავაკეთე პროგნოზი, რომ 2020 წლის დასასრულისთვის ბიტკოინის ფასი გახდება 500 000 დოლარი, მე გამოვიყენე მოდელი, რომლის თანახმად 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი იქნებოდა 5000 დოლარი. ბიტკოინმა უფრო სწრაფად დაიწყო ზრდა, ვიდრე ჩემი მოდელი პროგნოზირებდა. ახლა მე ვაცხადებ, რომ 2020 წლის დასასრულისთვის ბიტკოინის ღირებულება იქნება 1 მილიონი დოლარი. მე ისევ ვაპირებ ჩემი სასქესო ორგანოს ჭამას, თუ ვცდები.

რა თქმა უნდა, 1 მილიონ დოლარამდე შორი გზაა გასავლელი, მაგრამ 11 000 დოლარიც ასევე გამოიყურებოდა, როდესაც ბიტკოინი 100 დოლარზე ნაკლები ღირდა 2013 წელს. ან 1 დოლარი 2011 წელს.

აღსანიშნავია, რომ მაკაფი მუდმივად უბიძგებდა ხალხს ბიტკოინის ყიდვისკენ.

ჯონ მაკაფი:

მე მაოცებს, როგორ ატყუებენ ადამიანები საკუთარ თავს. ბიტკოინი ორმაგდება ყოველთვე უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს 8 თვეში ის მოიმატებს 12%-ით. მათ ახალ სამყაროში კარი გააღეს, მაგრამ ძველიდან მოიტანეს წესები.

მაკაფი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. ის ხელმძღვანელობს MGT Capital Investments-, რომელიც უნდა გახდეს წამყვანი კრიპტოვალუტის საწარმო შეერთებულ შტატებში.

მაკაფის მდიდარმა ისტორიამ, რომელიც მოიცავს კანონისგან გაქცევასა და პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას, მიიყვანა ის იქამდე, რომ მტრულად განწყობილმა საზოგადოებამ ის გარიყა. ეს სანაძლეოც ხელს არ უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას. მაკაფის კი ამ ადამიანებისთვის გზავნილიც აქვს.

ბიტკოინ-ტრეიდინგი საკმაოდ არასტაბილური იყო ოთხშაბათს, როდესაც ფასები 9000 დალარს სულ რამდენიმე საათში დაუბრუნდა რეკორდული ნიშნულის 11 000 დოლარის მიღწევის შემდეგ. ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ფასი შეადგენდა 9 428,54 დოლარს.


რა არის ბითქოინის ღირებულება?

დატოვე კომენტარი