როგორ გავლენას ახდენს იაპონური ფული იენი ამერიკის ფინანსებზე?

image

როგორ გავლენას ახდენს იენი ამერიკის ფინანსებზე?

რამდენად დაკავშირებულია იაპონიისა და აშშ-ს ეკონომიკა? 2010 წლის ივლისის თვეში იაპონიამ დაიკავა მსოფლიოში მეოთხე ადგილი აშშ-ს სავაჭრო პარტნიორებს შორის - კანადის, ჩინეთისა და მექსიკის შემდეგ - 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ერთობლივი ექსპორტითა და იმპორტით. ეს ციფრი იშლება ექსპორტზე იაპონიაში 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო იმპორტზე მოდის 10 მილიარდი დოლარი, რაც ვაჭრობის 5 მილიარდი დოლარის უარყოფით ბალანსს შეადგენს (12% აშშ-ს მთლიანი თანხიდან -$42,8).

იმასთან ერთად, რომ ფული ყოველთვე მფლობელს იცვლის, იაპონური იენის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის.

უკანასკნელი მოვლენები

2010 წლის 15 სექტემბერს დოლარის კურის პირველად 15 წლის განმავლობაში 83 იენის ქვემოთ დაეცა. ეს მოჰყვა იენის მტკიცე ხუთთვიან ზრდას 94 იენამდე ერთი დოლარისთვის. ვალუტის გაცვლით კურსზე საუბარი შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს, მაგრამ სტანდარტული პრაქტიკა გულისხმობს თითოეული ვალუტაზე საუბარს 1 დოლართან მიმართებაში, ანუ რამდენი ერთეული იქნება საჭირო 1 დოლარის შესაძენად. ამრიგად, ამ შემთხვევაში იენის კურსი შეიცვალა 94 იენიდან 1 დოლარისთვის 83 იენამდე 1 დოლარისთვის, რაც მისი ღირებულების ზრდას გულისხმობს, თუმცა ერთი შეხედვით ეს უკუთვლაა 94-დან 83-მდე.

ამ ზრდაზე საპასუხოდ იაპონიის ფინანსთა სამინისტრო ჩაერია საერთაშორისო სავალუტო ბაზრებში იენის გაყიდვით, რამაც გამოიწვია მისი ფასის დაცემა 85/1 დონემდე და იაპონიის საფონდო ბაზრის აღმასვლა. უფრო სუსტი იენი კარგი ნიშანია იაპონელი ექსპორტიორებისთვის, ვინაიდან ამერიკელები მეტ სარგებელს იღებენ თავისი ფულით, როდესაც ყიდულობენ იაპონურ პროდუქტს.

ინტერვენციამდე ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა წარმატებით გადალახა შიდა გამოწვევა მმართველი დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის პოსტისთვის. მისი მოსალოდნელი გამარჯვება იჩირო ოზავაზე დაეხმარა იენის უკანასკნელ გაძვირებას.

საფონდო ბაზრები

Nikkei- დადებითად უპასუხა ინტერვენციას და იმავე დღეს 2%-ზე მეტით აიწია. ძლიერი იენი ზიანს აყენებდა იაპონელ ექსპორტიორებს, რომლებიც შიშობდნენ, რომ სამუშაოს დაკარგვა მომავალში გარდაუვალია, თუ უახლოეს პერიოდში რამე არ გაკეთდება.

იაპონიის ვაჭრობის მინისტრმა მასაიუკი ნაოსიმამ თქვა, რომ კორპორაციები დაზარალდებიან, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ვინაიდან ისინი იღებენ გაცვლით კურსს 90 იენი 1 დოლარისთვის, რაც ხუთი პუნქტით მაღალია, ვიდრე ინტერვენციის შემდეგაა. ნაოშიმას თქმით, გაცვლითი კურსი, რომელიც ამაზე უფრო დაბალია, საფრთხის ქვეშ აყენებს მრავალ იაპონურ კომპანიას. ეს წამოწევს კითხვას, თუ არის კიდევ ერთი ჩარევა მოსალოდნელი მთავრობის მხრიდან.

ამ ნაბიჯს საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა შორეულ აღმოსავლეთში, როდესაც ბაზრები დაეცა სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, ჩინეთსა და ავსტრალიაში. აშშ-ში DJIA აიწია 0,6%-ით 2 დღის განმავლობაში გამოცხადების შემდეგ, ხოლო დოლარი გაიზარდა 3%-ით.

აშშ-ს კომპანიები

უფრო სუსტი იენი ზრდის აშშ-ს სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, ვინაიდან აძვირებს აშშ-ს ექსპორტს. ამის გამო იაპონიიდან იმპორტი უფრო მიმზიდველი ხდება აშშ-ს მომხმარებლებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს ავტომობილებისა და ელექტრონიკის იაპონელ მწარმოებლებს. ეს ცუდია ამერიკული საავტომობილო კომპანიებისთვის, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ ვალებიდან გამოსვლას და ხანგრძლივი რეცესიის შემდეგ აღდგენას. სავალუტო ინტერვენცია მოხდა მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ General Motor-მა IPO-თვის განაცხადი შეიტანა.

უფრო სუსტი იენი დააზარალებს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც თავისი შემოსავლების დიდ ნაწილს იაპონიიდან ექსპორტისგან იღებენ, მაგრამ გამოიწვევს უფრო დაბალ ხარჯებს კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტს. საერთაშორისო დონის კომპანიების ბიზნესზე ზეგავლენა მცირდება მათზე სხვადასხვა ვალუტის ზემოქმედებისა და მსოფლიო ეკონომიკური უკუსვლის გამო.

ამერიკული კომპანიების უმეტესობა, რომლებსაც იაპონიაში მნიშვნელოვანი წარმომადგნელობა ჰყავთ, მუშაობენ იენებით და ხარჯებსაც იენებში ითვლიან. იენის ფარდობითი სიძლიერე ნაკლებ გავლენას ახდენს ამ კომპანიებზე, ვიდრე მათ არ დასჭირდებათ თავისი ფინანსური შედეგების დოლარებში გადაყვანა GAAP ანგარიშისთვის. ამ მომენტში ზრდის ტემპი შეიძლება დამახინჯდეს, თუ სავალუტო შეფასებებში ძვრა მოხდა.

სავალუტო ვაჭრობა

უცხოური ვალუტის გაცვლისთვის (Forex) კარი ყოველთვის ღიაა საშუალო ინვესტორისთვის. ახლა თქვენ საშუალება გაქვთ, გამოიყენოთ სავალუტო ცვლილებები სხვდასხვა მეთოდით, სავაჭრო საბროკერო ანგარიშების, უცხოური ვალუტის CD-ების, საბირჟო ფონდების, უცხოური ობლიგაციებისა და ერთობლივი საინვესტიციო ფონდების ჩათვლით.

თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მოკლე ან გრძელი პოზიცია იენებში ან დოლარებში, იმის მიხედვით, თუ რას ელოდებით ამ ვალუტების ურთიერთქმედებიდან. თუ ერთი ვალუტა იზრდება, მეორე უნდა ეცემოდეს, ამიტომ არსებობს ნებისმიერი მიმართულებით ვაჭრობის შესაძლებლობები. თუ თქვენ ამ ბაზარში ახალბედა ხართ, გაიარეთ კონსულტაცია ბროკერთან, რომელსაც ვალუტით ვაჭრობის გამცდილება აქვს. თუმცა ჯილდო შეიძლება დიდი იყოს, თქვენ რისკებიც უნდა გესმოდეთ.

ქვედა ხაზი

ვალუტების მოძრაობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგრამ, აქციების მსგავსად, მოძრაობის ზომა ჩვეულებრივ მეტია, როდესაც ახალი ამბები ცუდია. თუ თქვენ ვალუტით ვაჭრობთ ან ფლობთ დიდი საერთაშორისო ექსპოზიციის მქონე აქციებს, თქვენი ინვესტიციების ღირებულება შეიძლება რეაგირებდეს მოვლენებზე როგორც აშშ-ში, ასევე იაპონიაში. გლობალური ეკონომიკა - ეს რეალობა, და თქვენი პორტფელი უნდა განიხილებოდეს მის კონტექსტში. მართეთ თქვენი ინვესტიციები მთელის მსოფლიოს სიახლეების გათვალისწინებით.

დატოვე კომენტარი