თითოეული ქვეყნის უმდიდრესი მილიარდერების სია

image

თითოეული ქვეყნის უმდიდრესი მილიარდერების სია

ვინ არის ყველაზე მდიდარი მილიარდერი თქვენს ქვეყანაში?

უბრალოდ ჰკითხეთ HowMuch.net-. ვებსაიტზე წარმოდგენილია მსოფლიოს მილიარდერები ქვეყნების მიხედვით. თითოეულ რუკაზე ნაჩვენებია ყველაზე მდიდარი ადამიანები, მათი კაპიტალი და მრეწველობა.

მათ შორისაა კარლ ალბრეხტ-უმცროსი გერმანიიდან, რომელმაც დააგროვა 29,2 მილიარდი დოლარი სუპერმარკეტების ქსელის ალდი შექმნის შემდეგ, იტალიელი მარია ფრანკა ფისოლო, Nutella- შემქმნელის მიკელე ფერეროს ქვრივი, და საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია რიტც-კარლტონის ციხეშია კორუფციული სკანდალის გამო.

ამ სიას გამოაკლდა ბევრი მილიარდერი Bloomberg-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგიდან, Microsoft-ის ბილ გეიტსის, უორენ ბაფეტის და Facebook-ის მარკ ცუკერბერგის ჩათვლით.

Amazon-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსმა აშშ-ს უმდიდრესი ადამიანის ადგილი დაიკავა კაპიტალით 96,6 მილიარდი დოლარი. ბეზოსის აქტივების ღირებულება გაიზარდა Amazon-ის მიერ Whole Foods-ის შეძენისა და მეორე შტაბ-ბინის განთავსებაზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ.

ქვემოთ წარმოდგენილია ქვეყნების უმდიდრესი მილიარდერები, კონტინენტების მიხედვით:

                                                                                  

მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანიდან შვიდი შეერთებული შტატებიდანაა, მაგრამ ბეზოსი მათ შორის პირველია.

                                                                                  


ევროპის უმდიდრესი ადამიანია ესპანელი ამანსიო ორტეგა. ორტეგა ცნობილია, როგორც საცალო მაღაზიების ქსელის Zara- მშობელი კომპანიის Inditex-ის დამფუძნებელი. მისი კაპიტალი აღემატება 74 მილიარდ დოლარს.

                                                                                

აზიის უმდიდრესი ადამიანია Alibaba- დამფუძნებელი ჯეკ მა. ჩინეთიდან დასავლეთით, სირიის მიმართულებით მდებარე ქვეყნებში, არც ერთი მილიარდერი არ არის.

                                                                                   


სამხრეთ ამერიკის უმდიდრესი ადამიანია ხორხე პაულო ლემანი, რომელმაც კაპიტალი ლუდსახარშ ქარხნებში ინვესტირებით დააგროვა.

                                                                                 

აფრიკის ქვეყნების უმეტესობას არ ჰყავს მილიარდერი. მათ შორის კი, ვინც ფლობს მილიარდებს, უმეტესობამ კაპიტალი დააგროვა მრეწველობის დარგებიდან, ალმასებისა და საკვები პროდუქტების ჩათვლით.

                                                                                   

დატოვე კომენტარი