AirToken (AIR) – ძალიან დაუფასებელი გრძელვადიანი ინვესტიცია

image

AirToken (AIR) – ძალიან დაუფასებელი გრძელვადიანი ინვესტიცია  

მე მაქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად შევისწავლო მრავალი ალტკოინი. ალტკოინის ვებსაიტებისა და გაზეთების წაკითხვისას ზოგჯერ ჩანს, რომ ეს ნიშა გადატვირთულია. მიზეზი ისაა, რომ ალტკოინები საოცრებას სჩადიან თავისი ტექნოლოგიების საშუალებით, მაგრამ რთულია იმის გაგება, თუ კონკრეტულად რისი შესრულება სურთ, და როგორ ხდება ტოკენის ინტეგრირება მათ პროდუქტთან.

AirToken განსხვავებულია. მე ყოველთვის ვეძებ კომპანიებს, რომლებიც წყვეტენ ნამდვილ მოთხოვნას და იყენებენ თავის ტოკენს იმგვარად, რომ ჩანს - ის კომპანიის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია და არა დაგვიანებული სურვილი, შეაგროვონ ფული.

AirToken, დაფუძნებული Google-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, უზრუნველყოფს მობილურ წვდომას ნაკლებად მომსახურებადი ადამიანებისთვის. ის ეყრდნობა მოსაზრებას, რომ მობილური მონაცემების ღირებულება და ინტერნეტთან წვდომა ზოგისთვის ძალიან მაღალია. მაშ როგორ მუშაობს ის?

მომხმარებლები უფასოდ იღებენ AirToken-ებს AirFox ბრაუზერის გამოყენებისთვის. AirToken-ები მიიღება და იხარჯება მონაცემებზე წინასწარი გადახდის გეგმებზე. მათი წვდომა, ვინც ამჟამად სარგებლობს წინასწარი გადახდის გეგმით, შეამცირებს ღირებულებას მიღებული ტოკენების ხარჯზე. მომხმარებელი უბრალოდ უყურებს რეკლამებს Android-ის უფასო აპლიკაციაში, ან AirFox ბრაუზერში. მომხმარებელი იღებს უფასო AIR ტოკენებს და მიკროკრედიტის მიღების უფლებას AirToken-ის საკუთარი შეფასების სისტემის საფუძველზე.

AirToken-ის ICO- შემდეგ თქვენ შეამჩნევდით რამდენიმე ხარვეზს, მაგრამ შემდგომში ყველაფერი გამოსწორდა. AirToken-ის მიმდინარე ფასი ძალიან სწრაფად შეიცვლება რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, AirToken უნდა გადავიდეს მსხვილ ბირჟაზე და ეს გაზრდის ლიკვიდობას და მოცულობას. რამდენადაც მესმის, ეს ამ თვეში უნდა მოხდეს. და მეორე, AirToken უშვებს მეორე ფაზას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ხელახლა შეავსონ თავისი წინასწარი გადახდის მობილური ბარათები, ასევე მიიღონ ფიზიკური საქონელი AirToken-ის გამოსყიდვის შემდეგ. ამ წერტილის მიღწევა 2018 წლის პირველ კვარტალში დააჩქარებს ზრდას კომპანიების მოზიდვით AirToken-ის სარეკლამო და მიკროსაკრედიტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

ისეთი კომპანიები, როგორიცაა AirToken, რომლებიც რეალურ პრობლემებს წყვეტენ, ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის სივრცეში პიონერებს წარმოადგენენ. ბევრი ალტკოინი მოვა და წავა. ზოგიერთი არასოდეს იქნება პროდუქტიული, სხვები კი მიიღებენ ICO ნაღდ ფულს და გაქრებიან . მე მჯერა, რომ AirToken გრძლევადიანია. AirToken-ის გაგება ადვილია და ის ეხმარება მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც სხვა შემთხვევაში დავიწყევული იქნებოდა. როდესაც მე ვეძებ საინვესტიციო ალტკოინებს, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ფაქტორია საბაზრო კაპიტალიზაცია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 5,5 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც AirToken- 305-ე ადგილზე ათავსებს სხვა ტოკენებს შორის ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის. ჩემი პროფესიული მოსაზრებით, როგორც კი AirToken გამოვა თავის პირველ მსხვილ ბირჟაზე, საბაზრო კაპიტალიზაცია ადვილად გაიზრდება 20 მილიონ დოლარამდე, ხოლო ინვესტიციების დაბრუნება - ოთხჯერ. თუმცა მე მჯერა, რომ AirToken კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არის კონსერვატიული, რეალისტური ხედვა ამ ტოკენის მოკლევადიან ზრდაზე.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი