ჭეშმარიტ მორწმუნეებს უნდათ, რომ ბიტკოინის ფასი აიწიოს 200 000 დოლარამდე, ვიდრე ისინი დაიწყებენ მის გაყიდვას

image

ჭეშმარიტ მორწმუნეებს უნდათ, რომ ბიტკოინის ფასი აიწიოს 200 000 დოლარამდე, ვიდრე ისინი დაიწყებენ მის გაყიდვას 

რა საჭიროა, რომ საშუალო ბიტკოინ-ივესტორმა გაყიდოს საკუთარი ბიტკოინის პოზიცია? კერძო სესხების ბაზრის, LendEDU- თანახმად, პასუხი შემდეგია: დაახლოებით 200 000 აშშ დოლარი.

რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ბიტკოინის ამჟამინდელი მფლობელები არ ფიქრობენ, რომ ეს ბუშტია. მაგრამ მაინც.

ოთხშაბათს ბიტკოინის ფასი შეადგენდა 7200 დოლარს, რაც თითქმის შვიდჯერ მეტია წლის დასაწყისთან შედარებით. წინა კვირას მან რეკორდულ დონეს - 7200 დოლარს მიაღწია.

მაგრამ ინვესტორების განწყობის შეფასება, როდესაც საქმე კრიპტოვალუტას ეხება, საშიშია, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები მფლობელებისა და ჰოლდინგების შესახებ.

ნოემბერში LendEDU- გამოკითხა 564 ამერიკელი, რომელმაც ინვესტიციები ბიტკოინში ჩადო, რომ მიეღო უფრო მკაფიო წარმოდგენა ბიტკოინ-ინვესტორების მიმდინარე განწყობისა და მომავალი მოლოდინების შესახებ.

მაინც, ასეთ გამოკითხვას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, ვინაიდან ადამიანები ინვესტირების შესახებ ამბობენ ერთს, მაგრამ აკეთებენ სულ სხვას, განსაკუთრებით, ფასის ძლიერი დაცემის დროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გამოკითხვა ინვესტორების ბიტკოინთან მიმართებაში განზრახვებში ჩახედვის საშუალებას იძლევა, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მათ აღმოაჩინეს, რომ ინვესტორების უმეტესობა გეგმავს კრიპტოვალუტის შენარჩუნებას ერთ წელზე მეტი ვადით.

ინვესტორების დაახლოებით 40%-მა განაცხადა, რომ ისინი შეინახავენ ბიტკოინს 1-3 წლის განმავლობაში, მეხუთედი კი აპირებს შეინარჩუნოს ინვესტიციები 4-6 წლის განმავლობაში.

ამავე დროს რესპონდენტთა 16% მოხვდა წმინდა სპეკულატორების რიცხვში, ანუ მათ რიცხვში, ვინც გეგმავს ბიტკოინის ერთ წელზე ნაკლებ დროში გაყიდვას და დაუბრუნდეს მას, როდესაც ხელსაყრელი დრო იქნება.

ასევე რესპონდენტთა მხოლოდ მესამედმა გაყიდა თავისი ბიტკოინი, 67%-ს კი შენარჩუნებული აქვს მონეტები ინვესტირების მომენტიდან.

როდესაც მათ ჰკითხეს, რა ფასად გაყიდიან ისინი თავის ბიტკოინ-ინვესტიციებს, საშუალო პასუხი იყო 196 165,78 დოლარი, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, 30-ჯერ აღემატება მიმდინარე ფასს.

ბიტკოინ-ინვესტორების დაახლოებით 40% მიანიშნებს მსოფლიო ტექნოლოგიებზე, როდესაც მათ ამ ინვესტიციების მიზეზებზე ეკითხებიან, ხოლო რესპონდენტთა მეხუთედმა განაცხადა, რომ მათ მოსწონთ ბიტკოინი, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მას აქვს გრძელვადიანი ღირებულება, ოქროსა და ვერცხლისგან განსხვავებით.

ადამიანთა დაახლოებით 15%-მა ბიტკოინი შეიძინა მეგობრებისა ან ოჯახის რჩევით. LendEDU-ის სიტყვებით, მასმედიაში ფართო გაშუქებამ და მასზე საუბარმა გარკვეული როლი შეასრულეს მომხმარებლების გადაწყვეტილებების მიღების დროს ბიტკოინის შეძენის შესახებ.

                                                                                                                               

ბიტკოინ-ინვესტორებს შორის უმეტესობამ განაცხადა, ან აპირებს განაცხადოს, თავისი შემოსავალ-გასავლის შესახებ შიდა შემოსავლებ   ის სამსახურში, რომელიც განიხილავს ბიტკოინს, როგორც ქონებას, გადასახადების გადახდის მიზნით. მაგრამ რესპონდენტთა მესამედზე მეტი არ აპირებს თავისი ტრანზაქციების გამოაშკარავებას.

LendEDU- დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ, მოუხედავად უოლ-სტრიტის ლიდერების მტკიცებულებებისა, რომ ბიტკოინი ბუშტია, ბიტკოინ-ინვესტორების უმეტესობას ამისი არ სჯერა.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი