Apple-ი მომავალ წელს სავარაუდოდ 3 სმარტფონსს გამოუშვებს

image

ცნობილი ანალიტიკოსი მინგ-ჩი კიუო, რომელიც ცნობილია Apple-ის პროდუქციასთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზებით, აცხადებს, რომ მომავალ წელს კომპანია სამ ახალ სმარტფონს გამოუშვებს. ამის შესახებ MacRumors-ი წერს.

ანალიტიკოსის თქმით, Apple გამოუშვებს OLED-ის 5,8 და 6,5 დიუმის ზომის ეკრანების მქონე სმარტფონებს და ასევე 6,1 დიუმის LCD ეკრანიან სმარტფონს. მისივე ინფორმაციით, სამივე სმარტფონი იქნება ე.წ. ჩარჩოს გარეშე, ანუ დაახლოებით ისეთი, როგორიც უახლესი iPhone X-ია.

კიუოს თქმით, LCD-ის ეკრანის სმარტფონი დანარჩენ ორთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება და მისი ფასი 649 აშშ დოლარიდან 749 დოლარამდე იქნება. დანარჩენი ორი მოწყობილობის ფასი ანალიტიკოსს არ დაუკონკრეტებია.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი