დოლარის ღირებულება 2.6538 ლარი გახდა, ხოლო ევროსი – 3.0904

image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0039 პუნქტით გაუფასურდა და შესაბამისად, დოლარი 2.6538 ლარი ეღირება.

ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და ევროს ღირებულება 0.0022 პუნქტით მეტი, 3.0904 ლარი იქნება.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი