რამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიტკოინის ფასზე

image

ეკონომიკის პროფესორი: ცენტრალური ბანკის ობლიგაციების მომგებიანობის შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიტკოინის ფასზე 

„მარტივი ფულის ეპოქა, როგორიცაა ინვესტიციები ბიტკოინში, შეიძლება დასრულდეს, ვინაიდან ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს ობლიგაციების შეძენისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების შემოთავაზებების დასრულება, რაც კრიპტოვალუტის ტრედერებისა და ინვესტორებისთვის კარგი ამბავი არ არის.

ეს არის პროფესორ პანოს მურდუკოტასის, ნიუ-იორკის LIU Post უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელის საექსპერტო აზრი, რომელიც მან Forbes-ის გამოცემასთან საუბარში გამოთქვა. მან აღნიშნა,რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და ბიტკოინში ინვესტიციების ფასი დიდი ალბათობით შემცირდება.

ბიტკოინის ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა, თითქმის 8 000-დოალარიანი ნიშნულის მიღწევით. ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ზიმბაბვე, ბიტკოინი თითქმის 13 000 დოლარი ღირს, უცხოური ვალუტის ნაკლებობის გამო. აშშ-ის ფინანსების სამინისტროს ათწლიანი შემოსავლის განაკვეთი უკვე შემცირდა 2,50%-მდე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე იყო წინა წელს, და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ცუდი ნიშანია ბიტკოინისთვის.

„ეს ცუდი ამბავია ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სარისკო აქტივებით, როგორიცაა ბიტკოინი, და ტექნოლოგიური კომპანიების გადაფასებული აქციებით, რომელთა ფასი, დიდი ალბათობით, შემცირდება, როგორც იყო სილიკონის ველის საწარმოების აქციების შემთხვევაში 2001 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური ბანკები ამცირებენ ან ასრულებენ ობლიგაციების შეძენის პროგრამებს,  - და მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების გარკვეული შემცირების გათვალისწინებით - მარტივი ფულის ეპოქა დასრულდა, - თქვა პროფესორმა მურდუკოტასმა.

ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასები საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და ინვესტორებისთვის ძალიან მომგებიანი. მაგრამ არის საშიშროება, რომ ამ ინვესტორებმა შეიძლება დაკარგონ თავისი მილიონები უფრო სწრაფად, ვიდრე იშოვეს, თუ მიმდინარე ბაზრის იმპულსი გაქრება და, საბოლოო ჯამში, შეიცვლის თავის მიმართულებას.

პროფესორმა მურდუკოტასმა განმარტა, რომ უფრო მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება ზეწოლა მოახდინონ ბიტკოინის ფასზე მის შესაძენად გამოყენებული ფულის ალტერნატიული ღირებულების ამაღლების ხარჯზე. ეს განსაკუთრებით ეხება ინვესტორებს, რომლებიც იძენენ ბიტკოინებს მარჟით, ანუ ნასესხები ფულით. უფრო მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ასევე შეიძლება ზეწოლა მოახდინონ ბიტკოინის ფასზე ცენტრალური ბანკებისა და ეროვნული ვალუტების, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ, მიმართ ნდობის აღდგენის ხარჯზე.

„ამის გამო ალტერნატიული ვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ნაკლებად მიმზიდველი გახდება ფართო საზოგადოებისთვის, - დაამატა მან.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში სულ უფრო ხშირად განიხილება ბიტკოინის კურსის ზრდის სტაბილურობა/ ზოგიერთები ამბობენ, რომ კრიპტოვალუტა მდგრადია ვოლატილობის მიმართ, მიუხედავად მკვეთრი ზრდისა.

გასულ თვეში Seeking Alpha- გამოცემაში Truth Investor-მა აღნიშნა: თუ ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინს სხვა საინვესტიციო აქტივების კონტექსტში, უფრო რთული გახდება იმის მტკიცება, რომ ბიტკოინის ფასის მოძრაობა უნიკალურია. აქციები, ობლიგაციები და უძრავი ქონება (განსაკუთრებით, ზოგიერთ რეგიონში) ძვირია.

თუმცა ზოგიერთი ქსპერტი მიიჩნევს, რომ აქტივების თითქმის ყველა კლასი კარგად იზრდება, რთულია საბოლოოდ თქმა, რომ ბიტკოინი ბუშტია, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის გარემო აჩვენებს ირაციონალურ სიჭარბეს.

ეს ეწინააღმდეგება მურდუკოტასის აზრს, რომელიც თვლის, რომ ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირება საფრთხეს შეუქმნის ბიტკოინს. ტრეიდერები და ინვესტორები რამეს მოძებნიან, რაც მათ თავდაჯერებულობას უზრუნველყოფს ფასების გრძელვადიან ზრდაში, და გააგრძელებენ ბიტკოინით ვაჭრობას, ვინაიდან ის მეტი ფულის შოვნის საშუალებას იძლევა.

 

დატოვე კომენტარი