რუსული ენერგოგიგანტი “გაზპრომი” შესაძლოა ორ ნაწილად გაიყოს

image

რუსულმა ენერგოგიგანტმა “გაზპრომმა” პირველად განაცხადა კომპანიის გაყოფის შესახებ, ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ ახალი ევროობლიგაციის ბუკლეტში.

“გაზპრომი” პროგნოზირებს, რომ რუსეთის ხელისუფლება კომპანიას მილსადენებში გაზის ექსპორტის ექსკლუზიურ უფლებას ჩამოართმევს. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია რომ გამორიცხული არ არის კომპანიის რეორგანიზაციაც.

2035 წლამდე რუსეთის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტი ითვალისწინებს მილსადენი გაზის ექსპორტზე მონოპოლიის შენარჩუნებას, თუმცა არ ვართ დარწმუნებული, რომ კომპანიის ექსკლუზიური უფლება მომავალში არ გაუქმდება ან საოპერაციო საქმიანობა არ იქნება რეორგანიზებული – რაიმე სხვა გზით“, – ნათქვამია ბროშურაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებამ მიიღოს.

გაზის ექსპორტზე მონოპოლიის დაკარგვის რისკი, უკვე რამდენჯერმე იყო აღწერილი ევროობლიგაციებთან დაკავსირებით გამოშვებულ ბუკლეტებში, ხოლო შესაძლო რეორგანიზაციაზე “გაზპრომი” პირველად ალაპარაკდა.

 

 




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი