სად მოვიძიოთ იდეები სტარტაპებისთვის?

image

1. იცხოვრეთ მომავალში, იფიქრეთ ცვლილებებზე, შემდეგ გახსენით კომპანია, რომელთან ერთად ეს ყველაფერი განხორციელებადი იქნება. 
2. გახდის რომელიმე სფეროს ექსპერტი. არის სფეროები, სადაც ქუჩიდან ვერ მოხვდები. შეეცადეთ ერთდროულად ორ საკითხში ერკვეოდეთ კარგად. მაგალითად მედიცინა და გაყიდვები, IT და სახელმწიფო კონტაქტები, კულინარია და საბითუმო ვაჭრობა. ამ ორი სხვადასხვა სფეროების გადაკვეთაზე უამრავი უნიკალური შესაძლებლობა შეგხვდებათ. 
3. გადაჭერით საკუთარი პრობლემები. მოძებნეთ პრობლემა, რომელიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. ყურადღება მიაქციეთ, როცა რაიმეს ვერ უძებნით მზა გადაწყვეტილებას. პრობლემები ჩნდება, როცა თქვენს ცხოვრებაში რაღაც იცვლება. 
4. მოძებნეთ მტკივნეული წერტილები. გადაამოწმეთ სად კარგავენ ადამიანები დროს და ფულს, სად მუშაობენ არაეფექტურად, იტანჯებიან და ყველაფერი ეცლებათ ხელიდან. დაუმეგობრდით მათ, ვინც წლებია ამ პრობლემებზე მუშაობს. 
5. გააუმჯობესეთ არსებული - ეძებეთ ის, რაც ადამიანებში აუტანლობას იწვევს. მოძებნეთ ამ საკითხების უკეთ გადაწყვეტის გზები. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაფრის გასაკეთებლად. 
6. იაფი რესურსები დაუკავშირეთ მდიდარ მყიდველებს. ეს მარტივი ფორმულა საუკუნეებია მოქმედებს. დღეს კი გაცილებით უფრო მარტივია საქონლის მიწოდება ერთი წერტილიდან მეორეში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  
7. გადმოაკოპირეთ და გააუმჯობესეთ - ადამიანების უმრავლესობა - მწარმოებელია. ბევრმა წარმატებულმა კომპანიამ დაიწყო როგორც კლონმა. გადახედეთ, რისი დამატება შეგიძლიათ წარმატებული იდეებისთვის.  
8. იმოგზაურეთ და გაერკვიეთ სხვა ქვეყნების ბიზნესში. შეადარეთ და გამოიყენეთ ის, რაც ჯერ არ გიცდიათ და ხვდებით, რომ სასარგებლოა. 
9. ახალგახსნილი ბაზრებისთვის შეიმუშავეთ შეთავაზებები. ახალი ბაზარი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობების მომცემი. თუ სწრაფ რეაგირებას მოახდენთ, შეძლებთ ამ ბაზრის ნაწილი გახდეთ. 
10. სრულყავით უსარგებლო პროდუქტი. შეაკეთეთ, გადააკეთეთ რამე. იკითხეთ რა უნდა გააკეთოთ, რომ ესა თუ ის ნივთი ისევ გამოყენებადი გახდეს და შეცვალეთ ის. ისევ იკითხეთ და ისევ განაახლეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ არ გამოგივათ სერვისი მილიონებისთვის. 
11. ურთიერთობა იქონიეთ ჭკვიან ადამიანებთან. ზოგ ადამიანს გაცილებით მეტი კარგი იდეა აქვს, ვიდრე მათი განსახორციელებელი დრო. სთხოვეთ მათი გაზიარება. იდეის პარალელურად, შეგიძლიათ პირველი კლიენტებიც 

დატოვე კომენტარი