საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

EBRD პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ექსპორტის 28.3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

EBRD-ის მსგავსად საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს . 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. 


დატოვე კომენტარი