„გალერია თბილისის“ ახალ მრავალფუნქციურ სივრცეში არსებული ბრენდები და ობიექტები

image

ქალაქის გული

გალერია თბილისი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც ქალაქს ახალი ენერგიით აავსებს! ეს არის ყოველდღიური დანიშნულების სადგილი, სადაც შეძლებთ შოპინგს, ყოველდღიური საყიდლების შეძენას, გართობას, წახემსებას და სხვადასხვა მომსახურების მიღებას. გალერია თბილისი 30 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გაიხსნება!

ძირითადი მონაცემები

  • საზეიმო გახსნა - 2017 წლის 30 ნოემბერი
  • საერთო სივრცე - 65000 მ²
  • საიჯარო სივრცე - 25000 მ²
  • ავტოსადგომი 300 მანქანაზე

არქიტექტურა

„გალერია თბილისის“ არქიტექტურა ბუნებრივად ერწყმის ქალაქს. თანამედროვე და სამგანზომილებიანი ფასადის საშუალებით მზის შუქი შენობაში იოლად აღწევს. განათებული ფასადი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ღამით და შორიდანვე იპყრობს ყურადღებას. სავაჭრო ცენტრი გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრების გარშემო აშენდა და მასში მეტროსადგური „თავისუფლების მოედანია“ ინტეგრირებული.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი

„გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ წარმატებული საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს დაარსდა და ქვეყანაში ყველაზე დიდ კერძო საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს. მისი პროექტები მოიცავს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკის სექტორებს. ამჟამად ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:www.gcfund.ge

-1

მიწისქვეშა სართულზე სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტებია განთავსებული. თითოეული ეს სერვისი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული.

0, 1, 2, 3

შენობის პირველ ოთხ სართულზე ნახავთ ხელმისაწვდომ და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს. აქვე საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიებია განლაგებული.

4

მე-4 სართულზე, სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფეა თავმოყრილი. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი, სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი სამზარეულოები და მაღალი კლასის რესტორნები ტერასიდან გადაშლილი პანორამული ხედებით თბილისის მცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა.

კვების ზონის გვერდით მაღალი კლასის ბავშვთა გასართობი ცენტრია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვს უმასპინძლებს და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.

5

დაუვიწყარი და სრულყოფილი გამოცდილებისათვის, „გალერია თბილისში“ განთავსდება პრემიუმკლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი ეკრანითა და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით.

განსხვავებული კატეგორიები

„გალერია თბილისი“, უამრავი ახალი ბრენდის გარდა, განსხვავებულ კატეგორიებსაც წარმოგიდგენთ:

  • ფიტნესდარბაზი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ყოველდღიური კარდიოვარჯიშებისა და სხვა ფიზიკური აქტივობებისთვის.
  • 2300 მ² ფართობის საოფისე სივრცე ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციისთვის.
„გალერია თბილისში“ 100-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის მაღაზია იქნება წარმოდგენილი
                     
                     
                     
                     

დატოვე კომენტარი