Uber-მა ააშენა ყალბი ქალაქი მოძრავი მანეკენებით, რომ გამოეცადა თავისი თვითმმართველი ავტომობილები

image

Uber-მა პიტსბურგში ააშენა ყალბი ქალაქი მოძრავი მანეკენებით, რომ გამოეცადა თავისი თვითმმართველი ავტომობილები

·           Uber ამოწმებს თავის თვითმმართველ ავტომობილებს ყალბ ქალაქ ალმონოში, რომელიც მან ააშენა პიტსბურგში.

·           ყალბ ქალაქს აქვს დიდი შემოვლითი გზა, ყალბი ავტომობილები და მოძრავი მანეკენები, რომლებიც გზაზე გაფრთხილების გარეშე ჩნდებიან.

·           Uber ასევე იყენებს ალმონოს სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორების სწავლებისთვის, ვიდრე მათ დართავს ნებას, აკონტროლონ ავტომობილები რეალურ სამყაროში.

·           Uber-ის თვითმმართველი ავტომობილების საპილოტო პროგრამა საკამათოა, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებს პიტსბურგში.

·           თვის დასაწყისში კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს ყალბი ქალაქის ნაწილი, სადაც კომპანიის რობოტი ავტომობილები სწავლობენ რეალურ სამყაროში სიარულს.

                                                                                                                                                           

ალმონოდ წოდებული, ყალბი ქალაქი აშენებულია ფოლადის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მდინარე მონონგაჰელას გასწვრივ, პიტსბურგის რაიონ ჰეიზელვუდში. ქალაქში არის გიგანტური შემოვლითი გზა, ყალბი ავტომობილები და მოძრავი მანეკენები, რომლებიც გზაზე გაფრთხილების გარეშე ჩნდებიან. კონტეინერები განასახიერებენ შენობებს და ასწავლიან ავტომობილებს მოძრაობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხედვის არე არის შეზღუდული.

ალმონო იკავებს 43 აკრს, მაგრამ უბერმა სთხოვა პიტსბურგს ნებართვა, გაეფართოვებინა ქალაქი 13 000 კვადრატული ფუტით. მოთხოვნაში ნაჩვენებია სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი, რომელსაც ალმონო ასრულებს არა მარტო ქუჩებში გასასვლელად თვითმმართველი ავტომობილების მომზადებით, არამედ ასევე ასწავლის სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორებს, რომლებიც ამ ავტომობილების საჭესთან იმყოფებიან, რომ მზად იყვნენ მოულოდნელობებისთვის.

„ჩვენ გვაქვს დაბრკოლებები და მანეკენები, რომლებიც მოძრაობენ და შეუძლიათ გზის გადაკვეთა ავტომობილის წინ. ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ქალაქში დადიან“, - თქვა ინტერვიუში რიკ მაკკაჰანმა, უბერის ავტომობილის ოპერატორმა. „უმეტეს სიტუაციებში, სიმულაციები უარესია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება იხილოთ ნამდვილ გზებზე“.

                                                                                                                              

Uber-ის თვითმმართველ ავტომობილებს ჰქონდა თავისი პრობლემები. დეკემბერში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო სან-ფრანცისკოში წითელ შუქზე მიმავალი ავტომობილი - კომპანიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა „ადამიანური შეცდომის“ გამო. მარტში არიზონაში უბერი გადატრიალდა მას შემდეგ, რაც მას დაეჯახა სხვა მანქანა, რამაც წამოწია საკითხი, თუ როგორ რეაგირებენ ავტონომიური ავტომობილები ადამიანურ შეცდომებზე.

უბერი არ იყო აღიარებული დამნაშავედ ამ ორი შემთხვევიდან არც ერთში, მაგრამ მათ აჩვენეს, თუ რატომ  ჯერ კიდევ იყო საჭირო ოპერატორების კონტროლი.

პროგრამა, რომელიც ავარჯიშებს სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორებს, მკაცრია. მის გავლას სამი კირა სჭირდება, რომლის დროსაც მსმენელები მრავალ წერილობით და საგზაო ტესტს ასრულებენ. Uber-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომპანიამ დაიქირავა „ასობით“ უსაფრთხოების მძღოლი, მაგრამ უარი განაცხადა ზუსტი რიცხვის დასახელებაზე.

ავტომობილის ოპერატორები თავიდან ვარჯიშობენ ალმონოს საცდელ გზაზე, ვიდრე რეალურ სამყაროში ავტომობილის საჭესთან მოხვდებიან. ასეთი ავტომობილები დადიან პიტსბურგის ცენტრში, სტრიპ-დისტრიქტში, ბლუმფილდში, შადისაიდში, საუთსაიდში, ოკლანდსა და სქვირელ-ჰილში.

ისევე როგორც ოპერატორები, უბერის ავტომობილები არ ტოვებენ ალმონოს, ვიდრე არ გაივლიან გარკვეულ ტესტებს, როგორიცაა, გზაზე მანეკენის გამოვარდნის დროს დამუხრუჭება.

უბერი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც აქვს საკუთარი ქალაქი თვითმმართველი ავტომობილების სავარჯიშოდ - Ford-ს აქვს Mcity ან-არბორში, მიჩიგანის შტატში, რომელიც 32 აკრს იკავებს.

გასული წლის სექტემბერში უბერმა წარმოადგინა თავისი თვითთმართველი ავტომობილები, როდესაც ნებადართული გახდა სტილ-სიტიში რობოტიზირებული Ford Fusion-ის ტარება. იმ დროს კონკურენტებს, როგორიცაა Google, ჯერ არ ჰქონდათ თავისი ტექნოლოგიები წარმოდგენილი, და ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ Uber სერიოზულად იყო განწყობილი, იყოს ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიაში მოთამაშე.

მას შემდეგ უბერმა დაიწყო პროგრამები არიზონასა და კალიფორნიაში. სან-ფრანცისკოში, თუმცა, ავტომობილებს იყენებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ დაეგეგმათ მარშრუტი, ვინაიდან დეკემბერში საჯარო დავაში სატრანსპორტო საშუალებების კალიფორნიულმა დეპარტამენტმა უბერის ავტომობილების რეგისტრაცია გააუქმა.

ჯერჯერობით ისევ უცნობია უბერის თვითმმართველი ავტომობილების პროგრამის ბედი. Google-დან გამოყოფილი თვითმმართველი ავტომობილების კომპანია Waymo Uber-ს უჩივის და აცხადებს, რომ კომპანიამ მოიპარა ინტელექტუალური საკუთრება და კომერციული საიდუმლოება, რომელიც იყო საჭირო პროგრამის განვითარებისთვის. სასამართლო დაგეგმილია დეკემბერზე.

მაგრამ იმ დროს, როდესაც ორი ტექნიკური ბეჰემოთი ერთმანეთს სასამართლოს დარბაზში ეჭიდავება, უბერის ავტომობილები აგრძელებენ პიტსბურგის ყალბ ქალაქში სიარულს და ემზადებიან მომავალი ავტონომიური მოგზაურობებისთვის.

დატოვე კომენტარი