ბიტკოინის შეფასებას იძლევა

image

მარკ კუბანი კაილ ბასთან საუბარში ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი „შეცვლის ყველაფერს“ და ბიტკოინის შეფასებას იძლევა 

შეუძლებელია მანქანების დამარცხება, ამიტომ უკეთესია იმას ჩაუღრმავდეთ, რაც მათ მუშაობას შესაძლებელს ხდის.

ეს იყო მილიარდერი ინვესტორის მარკ კუბანის რჩევა, რომელმაც ოქტომბრის ბოლოს ინტერვიუ მისცა კაილ ბასს, Hayman Capital Management-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, Real Vision-ისთვის. ინტერვიუ გამოქვეყნდა 3 ნოემბერს.

„მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) შეცვლის ყველაფერს, ყველაფერს 180 გრადუსზე“, - თქვა კუბანმა, და დაამატა, რომ AI-ს მიღწევები უმნიშვნელოს ხდიან ყველა მიღწევას, რომელიც ტექნოლოგიაში მოხდა უკანასკნელ 30 ან მეტ წელიწადში, ინტერნეტსაც კი.

NBA-ს Dallas Mavericks-ის მფლობელმა და ტელეგადაცემის „Shark Tank“-ის სახემ თქვა, რომ AI ჩაანაცვლებს ბევრ სამსახურს უახლოეს 20 ან 30 წელიწადში. მისი აზრით, ყველაზე მეტად დაზარალდება უძრავი ქონების ინდუსტრია.

„ამგვარად, კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში - თქვენ რეკავთ, აკეთებთ შეკვეთას, ვიღაცა მოდის და მიჰყავს თქვენი ავტომობილი, რომ გამოუცვალოს ზეთი. კი ბატონო, ვიღაცას მაინც მოუწევს ავტომობილის ტარება, მაგრამ სხვა ადამიანები არ იქნებიან ჩართულნი პროცესში“, - ამბობს იგი.

კუბანმა თქვა, რომ ის ცდილობს, შეისწავლოს ყველაფერი სწავლების მექანიზმზე, ნეირონების ქსელზე, ღრმა სწავლაზე, კოდის წერასა და პროგრამირების ენაზე, როგორიცაა Python.

მანქანის ენა ამბობს: „დიახ, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ გაცილებით მეტი ცვლადი, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ“, - თქვა მან.

AI-ს ექნება დიდი მოთხოვნა, როდესაც საქმე სამუშაო ადგილებს შეეხება, თქვა მან. „საუკეთესო პირობებში ჩვენ ვერ ვიხდით საკმარისს - ამიტომ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობ, ხელოვნური ინტელექტის რეალობაში არსებობს კომპანია ჩინეთში, რომელიც იხდის მილიონობით დოლარის ბონუსებს, რომ მიიღოს საუკეთესო კურსდამთავრებულები“, - ამბობს კუბანი.

აშშ ძალიან ჩამორჩება, როდესაც საქმე AI-ს შეეხება, ახლა კი მონრეალი გახდა „სამყაროს ცენტრი კომპიუტერული ხედვისთვის. აშშ-ს სკოლები აღარ დომინირებენ ამ სფეროში“, - თქვა მან.

ხელოვნური ინტელექტის კომპანიები

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებსაც სურთ ხელოვნური ინტელექტისგან სარგებლის მიღება, კუბანი ამბობს, რომ მისი აზრით „FANG-ის აქციები გასრისავს მათ“, და აღნიშნავს, რომ უდიდესი საჯარო ჰოლდინგია Amazon.com Inc..

„ისინი არიან მსოფლიოს უდიდესი სტარტაპები ლიკვიდობით. თუ თქვენ მათ შეხედავთ, როგორც საჯარო კომპანიებს, სადაც თქვენ გსურთ იხილოთ P/E თანაფარდობა და გაიგოთ, რა არის სადისკონტო ფულადი ღირებულება, თქვენ ამას ვერასდროს მიაღწევთ, ასეა? თქვენა ამას ვერასოდეს ვერ ნახავთ. და თუ თქვენ დაასახელებთ ჯეფ ბეზოსს (Amazon-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი), რიდ ჰასტინგს(აღმასრულებელი დირექტორი Netflix Inc.-ში) - ეს არის ჩემი ორი უმსხვილესი ჰოლდინგი.

კუბანმა თქვა, რომ ის ნაკლებად იყიდება Apple Inc.-ზე, თუმცა მან დაამატა, რომ იგი ცდილობს პროგრესის მიღწევას ხელოვნურ ინტელექტში, Alphabet Inc.-სა და Facebook Inc.-თან ერთად. „ისინი უბრალოდ შეუჩერებელი სტარტაპებია. ისინი არიან ომში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ მათი საბაზრო ღირებულება ამის გამო გროვდება“,- თქვა მან.

და მაინც, ისინი ჯერ არ ფლობენ ხელოვნურ ინტელექტს და მცირე ზომის კომპანიებისთვის მრავალი შესაძლებლობა არსებობს, დაამატა მან.

ციფრული ვალუტებისა და ICO-ს შესახებ

იმ დროს, როდესაც ბასმა კომენტარი გააკეთა, რომ ის უბრალოდ მაყურებელია, როდესაც საქმე ბლოკჩეინს - დეცენტრალიზებულ რეესტრს, რომელშიც იწერება და დასტურდება ტრანზაქციები - შეეხება, კუბანმა თქვა, რომ ის დიდი თაყვანისმცემელია. მაგრამ როდესაც საქმე ბიტკოინს, ეთერიუმსა და სხვა კრიპტოვალუტებს შეეხება, მან თქვა, რომ ეს იქნება ბრძოლა იმისთვის, რომ ისინი ნადვილ ვალუტებად იქცნენ, ვინაიდან მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ტრანზაქციების განხორციელებაა შესაძლებელი.

„ამრიგად, მისთვის ძალიან რთული იქნება ვალუტად ქცევა, როდესაც დრო და ხარჯები ერთი ტრანზაქციისთვის ასჯერ აღემატება Visa-ს ან Mastercard-ის საშუალებით შესრულებულს, ასეა?“ - იკითხა კუბანმა და დაამატა, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის ერთადერთი ღირებულებაა, რომ ისინი წარმოადგენენ შეგროვებად ციფრულ აქტივებს.

„და ამ კონკრეტულ შემთხევაში ეს შესანიშნავი საქმე უფრო ხელოვნების კოლექციონირებას ჰგავს, ვიდრე ბეისბოლის ბარათების, მარკების ან მონეტების შეგროვებას, ვინაიდან არსებობს სასრული რაოდენობა, რომელიც შეიქმნება, ასეა? გამოშვებული იქნება 21,9 მილიონი ბიტკოინი“, - თქვა მან.

კუბანმა თქვა, რომ მონეტების პირველადი შემოთავაზებები (ICO) - სახსრების შეგროვება ახალი კრიპტოვალუტის წამოწყებებისთვის - „ნამდვილად შესაძლებლობაა“, და ის ჩართულია უნიკოინში, რომელსაც აკეთებს ETrade და Unikrm, რომელიც ასევე დაკავებულია კანონიერი სპორტული ფსონებით Esport-სა და სხვებისთვის აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

მაგრამ მან და ბასმა განმარტეს, თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის რეგულაცია, და ბასმა აღნიშნა, რომ წელს ICO-მ შეაგროვეს 3 მილიარდ დოლარამდე, ხოლო სექტემბერში - 2 მილიარდი. თუმცა ბევრი „მართლა მიაღწევს წარმატებას, მაგრამ ბევრი უბრალოდ სულელია და თაღლითი“, - თქვა მან.

„უგუნურები აპირებენ დახურვას“, - დაეთანხმა კუბანი.

ერთ-ერთი პრობლემაა: „სათავეში არავინაა, ვისაც ეს ესმის“, - დაამატა მან, როდესაც მიმართა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას.

კუბანმა ინტერვიუ დაამთავრა რამდენიმე რჩევით იმის შესახებ, თუ სად არის ამჟამად სასარგებლო ინვესტირება. მან თქვა, რომ იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც არ არიან ძალიან კარგად გარკვეული ბაზარში, საუკეთესოა იაფი ფონდი S&P 500, მაგრამ 5%-ის ჩადება ბიტკოინსა ან ეთერიუმში არ არის ცუდი იდეა, იმ თეორიის თვალსაზრისით, რომ ეს ჰგავს ხელოვნების ნიმუშში ინვესტირებას.

დატოვე კომენტარი