თანამშრომლის არაეფექტურობის 4 ნიშანი

image

წარმოგიდგენთ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ თანამშრომელს დღესვე უნდა დაემშვიდობოთ: 

1. თანამშრომელი ერთ კარში თამაშობს - თუ ყველაფერი ისეა, რომ თანამშრომელი ცდილობს სხვების ხარჯზე საკუთარი ეფექტურობის ამაღლებას, პირადი ინტერესების მიღწევას და აიგნორებს გუნდის და კომპანიის ინტერესებს, ან ცდილობს კოლეგების მიერ განხორციელებული გაყიდვების ხარჯზე ბონუსების მიღებას - ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ თანამშრომელი გასათავისუფლებელია. 
2. თანამშრომელი კითხულობს თქვენს და კოლეგების აზრს, მაგრამ ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თავად თვლის საჭიროდ - ერთი შეხედვით ეს ისე ჩანს, თითქოს ის ყურადღებიანი თანამშრომელია, მაგრამ სწორედ მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი, რადგან ერთ დღესაც დიდი შანსია, რომ აღარ დაგემორჩილოთ, რამაც შესაძლოა ზარალი მოგაყენოთ, დაგაკარგვინოთ მნიშვნელოვანი კლიენტები და ა.შ. 
3. თანამშრომელი მალავს მიღებულ ინფორმაციას ან ვერ აფასებს სათანადოდ მის მნიშვნელობას - პირველ რიგში ეს საშიშია იმიტომ, რომ თქვენ ვერ იღებთ ინფორმაციას ბაზრის შესახებ, კლიენტის შესახებ და ა.შ. ასევე მისი მხრიდან ინფორმაციის დამალვით თქვენ არ მონაწილეობთ გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს თქვენი ბიზნესის არსებობისთვის.  
4. თანამშრომელი შლის გუნდს - თუ თანამშრომელი კოლეგებს ერთმანეთის ან თქვენს წინააღმდეგ განაწყობს, საჭიროა როგორც მინიმუმ მასთან დალაპარაკება. თუ ამ ქმედების მიზეზები ობიექტურია, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ კომპანიის მუშაობაში ცვლილებების შეტანა. თუ მიზეზები უსაფუძვლოა და ეს კონკრეტული პირის მავნებულური ქმედებაა, მაშინ ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის - ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ სამსახურიდან. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი