ფინანსების ბოროტი ირონია

image

რატომ ხდება ისე, რომ ციფრების მკაცრ სამყაროშიც კი ვეჯახებით ირონიას? 
მწერალმა ჯორჯ სონდერსმა ერთხელ თქვა: «ირონია — ეს არის ძალიან ხმამაღლა ნათქვამი სიმართლე».

წარმოგიდგენთ ფინანსების ბოროტი ირონიის „საუკეთესო“ მაგალითებს:

- ინვესტიციისთვის საუკეთესო დრო არის როცა 20 წლის ან უფრო პატარა ხართ, მაგრამ ამის სახსრები მხოლოდ მაშინ უჩნდება ადამიანს, როცა 40-50 წლის ხდება.  
- რაც უფრო მდიდარი ხართ, მით უფრო ძვირი გიჯდებათ ფულის დაბანდება. 
- წარმატება ფულს იზიდავს, მაგრამ ფულის მოზიდვა უფრო დიდ წარმატებას უზრუნველყოფს. 
- ფულს ახალ შესაძლებლობებზე მეტად წარსული გამარჯვებები უყვარს. 

ბოლო შემთხვევაში ირონია იმაშია, რომ ჩვენს გაუგებარ სამყაროში წარსულის გამარჯვებები ხშირად სწრაფი ნგრევის საფუძველი ხდება. ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგება იმას, რისი დაჯერბაც უნდა ჩვენს ტვინს და ჩვენ, ყველაზე „ბრჭყვიალას“ დევნაში გამუდმებით ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებთ.  
ზოგიერთი მენეჯერი საკუთარ ფონდს ხურავს ახალი ინვესტორისთვის, რათა შეინარჩუნოს ბალანსი სახსრების მოცულობასა და ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს შორის. მაგრამ ასეთები ბევრნი არ არიან. 
ბილ გროსი, კენ ჰიბნერი, ბილ მილერი და ჯონ ჰასმანი - ყველა მათგანმა გაიარა წარმატების „ჯოჯოხეთი“, რომელმაც მათ კარიერას ციკლური სახე მისცა: 
-მენეჯერს აქვს გამარჯვების სერია.
-ინვესტორები მასთან რიგში დგებიან იმის იმედად, რომ გამარჯვების სერია გაგრძელდება. 
-მენეჯერი სახსრებს აბანდებს ახალ ინვესტორებში, საშუამავლო პროექტებში. შემოსავალი იკლებს. 
-ინვესტორებს უკან მიაქვთ ფული.
-მენეჯერი პოულობს ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე.
-ამ შესაძლებლობების გამომყენებელი ინვესტორები კი ფაქტიურად აღარ არიან. 
-მენეჯერს ხელახლა ეწყება გამარჯვების სერია.
ბევრი ინვესტორი გადის ამ პროცესს ისევ და ისევ, მანამ, სანამ არ გაბანკროტდებიან. მხოლოდ ისინი, ვინც უფრო ჭკვიანები არიან, ხვდებიან, რომ სამყაროში ყელაფერი ციკლურად მიმდინარეობს და წარსულის გამარჯვების დევნა - ეს არის გზა არსაითკენ. 

დატოვე კომენტარი