რა უნდა იყოს ნამდვილი ჯენტლმენის აბაზანაში - ნივთები, რომლებიც ყველა თანამედროვე მამაკაცს უნდა ჰქონდეს

image

სპეციალურად მინიმალისტებისთვის, რომლებიც აქამდე თანამედროვე ინდუსტრიის მიღწევების გარეშე ცხოვრობდნენ, მოვამზადეთ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა თანამედროვე ჯენტლმენის სააბაზანო ოთახში.
სია მოიცავს ყველა იმ ნივთს, რომლის გარეშეც ნამდვილი მამაკაცი უბრალოდ წარმოუდგენელია. 
-რბილი და ხარისხიანი პირსახოცები; 
-იატაკის რბილი საფენი; 
-კარგი საშხაპე ყურმილი; 
-სარკე, რომელიც არ ირთქლება;
-ნესტგამძლე ხმის გამაძლიერებლები Bluetooth-ით;
-აბაზანის ფარდა - მარტივი და მინიმალისტური; 
-სააბაზანო ხალათი; 
-ნივთების შესანახი კარადა-ალუბლის ხის მასალა იდეალური ვარიანტია ამისთვის; 
-საშრობი; 
-შეგიძლიათ საკუთარი თავი გაანებივროთ და მეტი კომფორტისთვის გამათბობლიანი სკამი შემატოთ თქვენს აბაზანას; 
-მოდური აქსესუარების ნაკრები - ეს უბრალოდ აუცილებლობაა;
-თხევადი საპნის დისპენსერი - ეკონომიური და ანტიბაქტერიულია; 
დამატებით შეგიძლიათ განათავსოთ ჰიგიენის საშუალებებისთვის ცალ-ცალკე ჩასადები კოლოფები. ბამბის ჩხირების კოლოფი არავითარ შემთხვევაში თავღია არ იქონიოთ. 
განსაკუთრებით გამოგადგებათ აბაზანისთვის სანთლები. 
აბაზანის ინტერიერი რაღა თქმა უნდა თქვენს გემოვნებაზეა. 

დატოვე კომენტარი