5 რჩევა, როგორ აარიდოთ თავი დეპრესიას სამსახურის ძებნის დროს

image

სამსახურიდან წამოსვლის ან დათხოვნის შემდეგ ადამიანები თავისუფლების განცდით ტკბებიან, თუმცა ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩენას არავისთვის მოუტანია „ბედნიერება“ დიდი ხნით, ამიტომ ძალიან მალე ჩნდება ახალი სამსახურის მოძებნის აუცილებლობა. გადის ერთი კვირა, ერთი თვე ან რამოდენიმე და როცა ადამიანი ახალ სამუშაო ადგილს ვერ შოულობს, სწორედ იქ ეპარება დეპრესია, რომელიც შეიძლება საკმაოდ გაუმძაფრდეს, თუ ამ პრობლემის მოგვარებას მალე ვერ შეძლებს. 
მსგავს სიტუაციაში ყოფნისას, დეპრესია და დაძაბულობა თავიდან რომ აიცილოთ, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას: 

1. ნუ მიიზიდავთ თქვენსკენ დამატებით ნეგატივს, შეეცადეთ დროებით მაინც არ იწუწუნოთ ცხოვრებაზე მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან. 
2. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სამსახურის ძებნა, მაშინაც კი, თუ უახლოეს მომავალში დასაქმებას დაგპირდნენ. ყოველთვის გადახედეთ ახალ ვაკანსიებს და იარეთ გასაუბრებაზე. 
3. თქვენს ხელთ მეტი თავისუფალი დროა და რატომ უნდა დახარჯოთ ის ფუჭად? პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ მთელი რიგი პრობლემების მოგვარება, რომლებისთვისაც ადრე უბრალოდ ვერ იცლიდით. მეორე - რატომ არ უნდა დაკავდეთ რაიმე ახლის შესწავლით ან თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი საქმიანობით რაიმეს გაკეთება რატომ არ უნდა სცადოთ? აუცილებლად მოსინჯეთ ძალები რაიმე ახლის კეთებაში. 
4. ნუ მიამწყვდეთ საკუთარ თავს კუთხეში. თუ დღეს არ გამოგივიდათ რამე, ხვალ აუცილებლად გამოგივათ. მთავარია მცდელობა არ დააკლოთ. 
5. არასოდეს დააბრუნოთ წარსული. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს უკვე ჩადენილი საქციელისთვის, რადგან ვერაფერს შეცვლით და მხოლოდ ხასიათს გაიფუჭებთ. 

გახსოვდეთ და გაიხადეთ წესად: «ფიქრები მატერიალიზდება და კარგი განწყობით ცხოვრება გაცილებით მარტივია». თქვენ აუცილებლად გამოგივათ!

დატოვე კომენტარი