როგორ დავზოგოთ ტაქსზე?

image

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ტაქსის სერვისით არ უსარგებლია. 
შემთხვევების უმეტესობაში ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ის თანხა, რომელსაც მძღოლი გვისახელებს. მართალია, ერთხელ მგზავრობა არ გაგვაკოტრებს, მაგრამ, იმის განცდა, რომ ზედმეტი გადავიხადეთ მუდმივად არ მოგვასვენებს და ხასიათს გაგვიფუჭებს. 
ასე რომ არ მოხდეს - გაარკვიეთ ტაქსო-კომპანიების შესახებ ინფორმაცია წინასწარ. შეადარეთ ფასები. საკუთარ შეცდომებზე რომ არ ისწავლოთ, სჯობს მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და ტაქსის მომსახურების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, როგორც საკუთარ ისე სხვა ქვეყანაში.
გახსოვდეთ - ყველაზე ძვირიანი ტაქსები არიან აეროპორტებში და სადგურებში, განსაკუთრებით ღამის საათებში. გაითვალისწინეთ ეს მგზავრობის ან მოგზაურობისას.   
ტაქსი გამოძახებით - ეს ვარიანტი გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, რადგან მსგავსი მომსახურების კომპანების მანქანებს აქვთ მრციხველი და ფულს კილომეტრაჟის მიხედვით იხდით, რა თქმა უდნა იაფი ტარიფის მქონე კომპანიის შერჩევა თქვენზეა. 
ტაქსის მომსახურება ყველგან გახდა საკმაოდ მოთხოვნადი, შესაბამისად კონკურენციაც დიდია ტაქსოკომპანიებს შორის. 
გაითვალისწიენთ რჩევები და დაფიქრდით, რატომ უნდა გადაიხადოთ ზემდმეტი? 

დატოვე კომენტარი