ფინანსური სტაბილურობის შექმნის 5 წესი

image

რა არის ფინანსური სტაბილურობა? - ეს არის ფინანსური სახსრების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ცხოვრების ნორმალური დონის ქონის საშუალებას იძლევა მინიმალური ძალისხმევის პირობებში.   

წარმოგიდგენთ 5 წესს, რომლებიც დაგეხმარებათ ფინანსური სტაბილურობის შექმნაში:

1) ფულმა უნდა იმუშაოს - თქვენამდე მოსული ფული შეიძლება უსარგებლოდ დახარჯოთ, მაგრამ არის მეორე ვარიანტი - შეგიძლიათ ინვესტიცია გააკეთოთ და ფულს მუშაობის საშუალება მისცეთ, რომ თქვენი კაპიტალი გაიზარდოს. 
2) ფულმა უნდა იმოძრაოს - ფული ეს არის ენერგია. თქვენ ჩადეთ ენერგია და ძალისხმევა მუშაობაში, რის ჯილდოდაც მიიღეთ ფული. უნდა გაითავისოთ, რომ ფულის მოძრაობა აუცილებელია. დააბანდეთ ფული საკუთარ განვითარებასა და განათლებაში, მიიღეთ ამით სიამოვნება და შესაბამისად დახარჯული ფული უკან დაგიბრუნდებათ გაცილებით მეტი რაოდენობით. 
3) საჭიროა შემოსავლის რამოდენიმე წყაროს ქონა - მხოლოდ ხელფასზე ან ერთ კონკრეტულ შემოსავლის წყაროზე დამოკიდებულია არაგონივრულია. ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, თუ შემოსავლის რამოდენიმე წყარო არ გაქვთ დაიწყეთ ფიქრი და მოქმედება დღესვე, რომ ხვალ უკვე რამე შეცვალოთ. 
4) უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება - დღეისათვის, ინვესტირების ინსტრუმენტებიდან ყველაზე კარგი ვარიანტი ფულის დაბანდებისთვის, არის უძრავი ქონება. უკეთესიც არსებობს, მაგარამ იქ თანხაც მეტია საჭირო. ამ შემთხვევაში კი რისკებიც გაცილებით ნაკლებია და შემოსავალიც სტაბილური იქნება. თუ გაქვთ დანაზოგი - დააბანდეთ უძრავ ქონებაში. 
5) კრედიტი აიღეთ მხოლოდ განვითარებისათვის - სხვისმა ფულმა შეიძლება დახმარება გაგიწიოთ, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ვალებში გადაგაგდოთ. კრედიტი საჭიროების დროს კარგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმართულია ზრდისა და განვითარებისთვის. 

რა უფრო უკეთესია - ამას ყველა ინდივიდუალურად ირჩევს. მაგრამ თუ თქვენ ფინანსური სტაბილურობა გინდათ, კრედიტი მხოლოდ იმისთვის აიღეთ, რაც წინ წაგწევთ. ასეთი მიდგომის გამო ძალიან მალე კრედიტები საერთოდ აღარ დაგჭირდებათ. 
თუ ამ წესებს გამოიყენებთ პრაქტიკაში, აუცილებლად მიხვალთ ფინანსურ სტაბილურობამდე.

დატოვე კომენტარი