ელექტრონული საფულე – აუცილებლობა თუ მორიგი უსარგებლო გამოგონება

image

თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, ვინც პროგრესს მიჰყვება და უპირატესობას ანიჭებს ციფრულ ვალუტას, წარმოგიდგენთ რამოდენიმე არგუმენტს, რატომ ღირს ელექტრონული საფულის ქონა: 

1. ეს არის ფულის შენახვის უსაფრთხო ადგილი. რა თქმა უნდა სმარტფონი, რომლის მეპატრონემ მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომები, საუკეთესო ადგილი იქნება ფულის შესანახად, ვიდრე ჯიბის საფულე, რომელიც ყოველთვის შეიძლება მოიპარონ. გაჯეტიც შეიძლება ქურდების მოპარვის ობიექტი გახდეს, მაგრამ თუ ის დაცულია პაროლით და დაბლოკვის მეთოდით- ნამდვილად უსაფრთხოა. საბანკო ბარათებსაც კი ხშირად პრობლემა ექნებათ უსაფრთოხებასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ელექტრონული საფულე ითვლება დღეისათვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად, სადაც შეიძლება შეინახოთ ფული. 

2. ეს ისეთივე ანგარიშია, როგორც საბანკო, ყველა ფუნქციონალით. მობილური საფულით თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნებისმიერი გადასახადი, მოახდინოთ ანგარიშსწორება მაღაზიებში, ასევე გაანაღდოთ ფული. ამ უკანასკნელისთვის მართალია ცოტა მეტი დროა საჭირო, რადგან ბანკში მისვლის გარეშე ვერაფერს გახდებით. 

3. სმარტფონი ყოველთვის თქვენთან არის, რაც მოქმედების თავისუფლებაში ხელს გიწყობთ. ჩვეულებრივი ჯიბის საფულესაც სულ თან ატარებენ, თუმცა არჩევანი საბოლოოდ მაინც თქვენზეა. 

სამართლიანობისთვის საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ბანკები ცდილობენ არ ჩამორჩნენ ბაზრის ტენდენციებს და აქტიურად ნერგავენ მობაილ-ბანკინგს. 

დატოვე კომენტარი