ბილ გეიტსის ცხოვრებისეული წესები

image

- მე არ ვარ თავხედი. პირიქით, მე იმედგაცრუებული ვარ. მე მორიდებული და თავაზიანი ვარ. 
- დავუშვათ თქვენ ორი წელი სიცოცხლე მომიმატეთ იმ პირობით, თუ ბიზნეს-სკოლაში წავალ. არამგონია რაიმე უკეთესი გამეკეთებინა. შეხედეთ გარშემო ამ თაროებს — ხედავთ მათზე წიგნებს ბიზნესის შესახებ? აი ასე.
- ფულის აზრიანად დახარჯვა ისეთივე რთულია, როგორც მისი შოვნა. სამომავლოდ მე ვგეგმავ ფულის გააზრებულად გაცემას, თუ რა თქმა უნდა, იმ დორისთვის კიდევ მექნება გასაცემი რამე. 
- მე თმას ვივარცხნი ყოველთვის, სანამ გავაგზავნი e-mail-ს, რადგან იმედი მქონდეს, რომ მომხიბვლელად გამოვიყურები. 
- ბიზნესი — მშვენიერი თამაშია: მუდმივი შეჯიბრი და მინიმუმ კრახი. ამ თამაშში ანგრიში ფულზეა.  
- უნდა აღვნიშნო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მეცოდება. ჩემი სახელი ხშირად არის იმ წერილების ასლებში, რომლებსაც მას უგზავნიან. ვფიქრობ, მისთვის საკუთარ ელ-ფოსტაში გარკვევა უფრო რთულია, ვიდრე ჩემთვის. 
- წარმატება არაფერს არ გვასწავლის. ის მხოლოდ არწმუნებს გონიერ ადამიანებს იმაში, რომ მათ არ შეუძლიათ წაგება. 
- ცოტა ხნის წინ რესტორანში ვიყავი. უცნობი მომიახლოვდა და ფული მთხოვა. მე დავიბენი. ამის შემდეგ მთხოვა მის ინტერნეტ-გვერდზე შევსულიყავი. არ ვიცი ნამდვილად ასე იყო თუ არა, მაგრამ ისე მომეწონა ეს ალტერნატიული წინადადება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს 5 დოლარი მივეცი. შეიძლება ეს იყო ბომჟი საკუთარი ინტერნეტ-გვერდით... 
- ცხოვრება გაცილებით უფრო სახალისო ხდება, თუ მის ყველა გამოწვევას უფრო შემოქმედებითად მივუდგებით. 
- თუ განვსჯით დროის გამოყენებით ტერმინებში, რელიგია არც ისე ეფექტურია. უამრავი რამ არსებობს, რისი კეთებაც შემიძლია კვირა დღეს დილიდან. 
- გასაოცარია, მაგრამ მელინდამ (ბილ გეიტსის მეუღლე — Esquire) მაიძულა მასზე დაქორწინება მომდომებოდა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან ეწინააღმდეგბა ჩემს რაციონალურ წარმოდგენებს ქორწინებასთან დაკავშირებით. 
- სჯობს ბავშვი კომპიუტარს იყოს მიჯაჭვული, ვიდრე ტელევიზორს. 
- რამოდენიმე წლის შემდეგ კომპიუტერებს ექნება პიროვნული მონაცემები - სავარაუდოდ იდიოსინკრაზია. ისინი გაიგებენ სიტყვიერ ბრძანებებს. შეიძლება თანაგრძნობაც კი გამოხატონ, როცა გაბრაზებული ვიქნებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად იფიქრებენ... ჯერჯერობით... 
- თუ წერილში არის სიტყვა «გაზრდა» — სავარაუდოდ სპამია.
- არ მიყვარს კონფერენციები ეკზოტიკურ ადგილებში. ისეთი შეგრძნებაა ჩნდება, რომ რაც უფრო ლამზი ადგილია, მით უფრო ნაკლები საქმე კეთდება. 
- როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა მსოფლიოში საუკეთსო მოჭადრაკე გავმხდარიყავი. მე მინდოდა, რომ IBM-ის და Microsoft-ის პარტნიორობა შენარჩუნებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. არიან ადმიანები, რომელთა დაქირავებაც მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ერთი სიტყვით, ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება მქონდა.
- ზოგჯერ მე მშურს მათი, ვინც პროგრამირებას აკეთებს. მას შემდეგ, რაც Microsoft-თვის პროგრამების წერას თავი დავანებე, შეხვედრებზე ნახევრადხუმრობით ხშირად მითქვამს: «იქნებ შემოვიარო შაბათ-კვირას და ეს პროგრამა თავად დავწერო ». ახლა მე ასე აღარ ვამბობ, მაგრამ მუდმივად ვფიქრობ ამაზე.
- მე რომ მცოდნოდა სად არის ფინიში, როგორ ფიქრობთ, დიდი ხნის წინ ვერ მივაღწევდი იქამდე?

დატოვე კომენტარი