კრედიტომანია როგორც დაავადება

image

თანამედროვე ადამიანების შესაძლებლობები საკმაოდ  განსხვავდება  იმისგან,  რაც  მაგალითად  თხუთმეტი-ოცი წლის წინ  ადამიანებს  ჰქონდათ.  დღეს ადამიანს თავად  შეუძლია  შეარჩიოს ბანკი  და  საკრედიტო  პროგრამა, რომელიც  მეტად  შეეფერება.  
მიუხედავად  ამისა,  ბანკები  მუდმივად  ახალ  მეთოდებს  იგონებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი კლიენტი მოიზიდონ. 
თუმცა მშრალი რეალობა იშვიათად შეეფერება სარეკლამო სლოგანებს და ბევრი მოვალე ეჯახება იმ პრობლემას, როცა სესხზე გადახდილი საპროცენტო განაკვეთი შეთანხმებულზე მეტი აღმოჩნდა, შესატანი თანხა მეტია, ვიდრე რეალურად იყო და ა.შ. 
ზოგჯერ მოქალაქეები აფორმებენ ახალ კრედიტს იმისათვის, რომ სხვები გადაფარონ, ან წინა არ დაუფარავთ და დამატებით ვალებს იღებენ. ჩვეულებრივ ეს ადამიანები არიან ისინი, ვიცი ცხოვრების წესიც არასტაბილური და მოუწესრიგებელია. 
ყველა ადამიანი ბანკში ვალის აღებამდე კარგად რომ განსაზღვრავდეს, აანალიზებდეს ვალის გადახდის გეგმას და პირობებს, შენატანებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი და ზედმეტად გადახდილი თანხა გაცილებით ნაკლები ექნებოდათ. 
ვალების გაუაზრებლად ამღები პირები ბანკების მიერ დარეკლამებულ შეთავაზებებს აღიქვამენ როგორც მათთვის გამოყოფილ მატერიალურ დახმარებას. მათ ავიწყდებათ ერთი ჭეშმარიტება: «იღებ ვალად სხვის ფულს დროებით და აბრუნებ შენსას სამუდამოდ». 
შედეგად ყოველთვიური ფული კომუნალური და სხვა ხარჯებისთვის კატასტროფულად არ ჰყოფნით, ოჯახში სკანდალია და ა.შ. ყველაფერი კი იწყება სიტყვებით: «უპროცენტო» და «წინასწარი შენატანის გარეშე», რომლებიც მუსიკასავით ჟღერდა და ადამიანმა სესხი გააფორმა ისე, რომ ხელშეკრულება არც კი წაუკითხავს. 
საჭიროა ზუსტად გვესმოდეს, რომ ბანკი - საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და მისგან იმის მოლოდინი, რომ თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს რამეს, ყველაზე ნაკლებად უნდა იქონიოთ. მსესხებელისთვის პირველადი შენატანის მოხსნა გულისხმობს მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო ე.წ. უპროცენტო კრედიტი - სხვადასხვა საკომისიოებით დატვირთვას, რომლებიც საბოლოო ჯამში საკმაოდ აძვირებენ კრედიტის ღირებულებას. 
კრედიტის დაუფიქრებლად აღებამ ბევრი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ, უმანქანოდ, უამრავი ვალებით და ა.შ. ამიტომ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგად დაფიქრდით საკუთარი შესაძლებლობის შესახებ. გათვალეთ და გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი. რაც მთავარია, ბანკთან კრედიტის გასაფორმებლად მისვლისას ყველა დეტალი დააზუსტეთ და ხელშეკრულების დოკუმენტზე სანამ ხელს მოაწერთ თავიდან-ბოლომდე წაიკითხეთ.

დატოვე კომენტარი