წარმატების 7 გაკვეთილი ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს-წიგნის «მაღალეფექტური ადამიანების შვიდი ჩვევა»-ს ავტორისგან:

image

1. თქვენ – ეს თქვენი ჩვევებია 
«ჩვენი პიროვნების საფუძველი — ჩვენი ჩვევებია. რადგან ისინი ხშირად წარმოადგენს შედეგობრივ, მეტწილად გაუცნობიერებელ მოდელებს. ისინი ყოველდღიურად და მუდმივად გამოხატავენ ჩვენს ხასიათს». ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩვევებს, რადგან მათგან აისახება თქვენი ხასიათი. თქვენი ხასიათი კი თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. თქვენ ვერ გასცდებით თქვენი ხასიათის სიმტკიცის საზღვრებს. ამიტომ, თუ ცხოვრების შეცვლა გინდათ, პირველ რიგში ხასიათი უნდა შეიცვალოთ.  

2. გაწერეთ თქვენი პრიორიტეტები 
«გასაღები არის არა იმის განსაზღვრაში, თუ რა შედის თქვენს გეგმებში, არამედ იმაში, რომ გაწეროთ საკუთარი პრიორიტეტები». გაწერეთ და დაალაგეთ პრიორიტეტების გეგმა — ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და დღე დაამყარეთ მათზე. 

3. არასოდეს არ დაივიწყოთ ყველაზე მთავარი 
«მთავარია — პირველ ადგილზე გქონდეთ ყოველთვის ის, რაც მართლა პირელ ადგილზე უნდა იყოს». არასოდეს გამოგეპაროთ საერთო სურათი და თქვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ყოველთვის წინა პლანზე გქონდეთ. გაფანტული ფოკუსი — წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზია. საკმარისი არ არის სვლა სწორი გზით დაიწყოთ. მთავარია არ გადაუხვიოთ ამ გზიდან და ყურადღება არ გადაიტანოთ უმნიშვნელო საკითხებზე. 

4. გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვა
«იცხოვრეთ თქვენი ისტორიიდან გამომდინარე». თქვენმა წარმოსახვამ შეიძლება წინასწარ წააგოს თქვენი მომავალი. გამოიყენეთ ის იმისათვის, რომ შეიქმნათ სასურველი მომავალი. თქვენ ვერ შეძლებთ შორს წასვლას, თუ უკანახედვის სარკეში ხშირად იყურებით.

5. პირველ ადგილზე — პირველადი საკითხები
«ეფექტური მართვისას პირველ ადგილზე პირველხარისხოვანი საკითხების დასმაა საჭირო». იმისთვის, რომ კარგი ლიდერი იყოთ, უნდა მოაწესრიგოთ თანმიმდევრობა და პირველ ადგილზე ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხები დააყენოთ. თქვენ უნდა შეგეძლოთ უმნიშვნელოსა და სწორს შორის განსაზღვროთ პრიორიტეტი.  

6. ცვლილებები, არჩევანი და პრინციპი
«ცხოვრებაში არის სამი შემადგენელი… ცვლილებები, არჩევანი და პრინციპი». ცვლილებები, არჩევანი და პრინციპი გვეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თუ საკუთარ არჩევანს შეადარებთ უცვლელ პრინციპებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში გვეხმარება. ასეთი იარაღის დახმარებით შეუძლებელი ხდება შესაძლებელი. 

7. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილებები წარმართავს ცხოვრებას
«ჩვენ ცხოველები არ ვართ. არც იმის პროდუქტი, თუ რა გადაგვხდა წარსულში. ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება». თქვენი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში განსაზღვრავენ საით უნდა იაროთ ცხოვრებაში. თქვენ არ იზღუდებით მშობლების ან კოლეგების მიღწევებით. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს მიაღწიოთ, რისიც გწამთ, რომ მიაღწევთ. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რისი გაკეთებაც გინდათ, თუ გჯერათ ამის. «სამყაროს არ აქვს საზღვრები. შენ — საკუთარი ცხოვრების პატრონი ხარ».

დატოვე კომენტარი