მეწარმის მიერ დაშვებული 7 დამღუპველი შეცდომა

image

აწყობთ ბიზნესს პარტნიორებთან ერთად? ხშირად გაქვთ უთანხმოება? რა მოუვა ბიზნესს, თუ საბოლოოდ დაიშლებით? განიხილეთ პარტნიორებთან ერთად ქვემოთ მოყვანილი შვიდი საკითხი ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზე და თქვენ შეძლებთ დაიცვათ საკუთრი თავიც და ბიზნესიც არასასურველი სიტუაციისა და პრობლემებისგან. 
1. თანაბარი წილები - 50%/50%-ზე ჟანრის კლასიკაა და ამავდროულად უტოპია, თუ ორივე პარტნიორი მეწარმეა და თავისი შეხედულება აქვთ ბიზნესის მართვაზე. ერთობლივ საქმეში აუცილებელია, რომ იყოს ერთი მთავარი პარტნიორი - ლიდერი, რომელსაც მეტი წილი ექნება როგორც გადაწყვეტილებების, ასევე შემოსავლის მიღებაში. დანარჩენმა პარტნიორებმა ეს უნდა გააცნობიერონ და მიიღონ ჯერ კიდევ სტარტაპის დასაწყისში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ პარტნიორს ჰქონდეს სამეწარმეო გამოცდილება, თუნდაც წარუმატებელი.  
2. ბიზნესის დაშლა და წილების გადანაწილება - მართალია არც ისე სასიამოვნოა საქმიანობის დასაწყისშივე იმ თემაზე საუბარი, თუ როგორ მოხდება ბიზნესის დაშლა და გადანაწლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს აუცილებელია. იდეალური ვარიანტია ეს საკითხი გაწერილი იყოს კომპანიის წესდებაში ან დამფუძნებელთა კრების ოქმში მაინც. იურიდიულად ამას ყოელთვის არ ექნება ძალა, მაგრამ პარტნიორისთვის თავიდანვე მოლაპარაკებული პირობების შესახსენებლად ნამდვილად გამოგადგებათ. 
3. მიღებული შემოსავლის გადანაწილებასთან დაკავშირებული საკითხების მოუგვარებლობა - ეს თემაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრტნიორებს ამ შემოსავლის გამოყენების სხვადასხვა მიზნები უჩნდებათ. ვიღაც თვლის, რომ შემოსავალი ექვემდებარება რეინვესტიციას მიმდინარე ან ახალ პროექტებში, ვიღაცას კი პირადი გეგმები აქვს ამ შემოსავლების ხარჯვასთან დაკავშირებით. როგორც წესი, აუცილებელია შემოსავლის მინიმალური პროცენტის (მაგალითად, 25%) რეინვესტირება. შემოსავლის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით საჭიროა გადაწყვეტილების მიღება კენჭისყრით, წილებიდან გამომდინარე. ზოგ მეწარმეს სურს მიღებული შემოსავალი დააბანდოს ახალ პროექტებში, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული მიმდინარე ბიზნესთან. თუმცა, გამოცდილი მეწარმეების რჩევაა, რომ ახალ ბიზნესში ჩაიდოს პირადი სახსრები და არა სხვა საქმიდან მიღებული შემოსავალი. ახალი საქმე უნდა დაიწყოთ, როგორც ახალი. ეს დაგეხმარებათ რისკების დივერსიფიკაციაში პარტნიორების დაშლის შემთხვევაში. 
4. ბიზნეს-გეგმის არარსებობა - იშვიათი ბიზნესმენები თუ იწუხებენ თავს სრულფასოვანი ბიზნეს-გეგმის შედგენით თავს. ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ბიზნეს-მოდელი, გაყიდვების გეგმები და ა.შ. როგორც წესი, ასეთ დროს ასევე არ არსებობს სრულფასოვანი ფინანსური გეგმის ნაწილიც. ნებისმიერი სტარტაპის მოსამზადებელი პერიოდი არის ფაქტიურად შენობის ფუნდამენტივით, რომელიც უახლოესი წლების მანძილზე უნდა აშენდეს. დაგეგმვის უკვე ამ ეტაპზე წარმოიშობა მნიშვნელოვანი ვითარება, შესაძლებლობები ან შეზღუდვები, რომლებიც თქვენს ბიზნესს ელის. სასურველია გქონდეთ სხვადასხვა ვარიანტის განვითარების გეგმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დამოკიდებულება არსებობს ერთ მსხვილ მომწოდებელზე, შემსყიდველზე ან დაქირავებულ მენეჯერზე, ანუ ისეთი სიტუაციისთვის, როცა მთელი წარმატება შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელზე გავლენის მოხდენაც ძალიან რთული იქნება. 
5. არ არის დადგენილი სხვაობა პარტნიორებსა და «ფუნქციონალს» შეორის - ყველა პარტნიორს უნდა ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობის ზონა და საკუთარი ფუნქციონალური მოვალეობები. სასურველია ეს არ იკვეთებოდეს სხვა პარტნიორის უფლება-მოვალეობებთან. აუცილებელია თავი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, სადაც „ყველა ყველაფერს აკეთებს“. ფუნქციონალის საქმიანობა საჭიროა ჩამოყალიბებული იყოს წერილობით.  
6. ზედმეტი რომანტიზმი - ბიზნესის დაწყებისას, ახალგაზრდა მეწარმეები, როგორც წესი მიდრეკილნი არიან ბიზნესის ზედმეტად რომანტიზირებისკენ. ცოტა მათგანი თუ ხვდება, რომ პირადი ბიზნესი ეს არის სრულიად სხვა დატვირთვა პირადი ცხოვრების კუთხით, პასუხისმგებლობა თანამშრომლების, მომწდებლების, პარტნიორების, სახელმწიფოს, ოჯახის წინაშე. ამიტომ, რეკომენდირებულია ბიზნესის დაწყების წინ კარგად გადააფასოთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები.  
7. პროექტის დაკრედიტება, ინვესტიციების მოზიდვა -  აუცილებელია, რომ ბიზნესი დაიწყოთ არამარტო მოზიდული ინვესტიციით და კრედიტით, არამედ საკუთარი სახსრებიც იქონიოთ. ბიზნესში ფულის დაბანდება ყველაზე რისკიანი ინვესტიციაა, თუმცა საკუთარი სახსრების დაკარგვა უფრო მარტივია, ვიდრე ნასესხები ფულის. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს საკუთარ წილებში საკრედიტო სახსრების მოზიდვა, ამას უნდა ჰქონდეს აუცილებელი ასახვა ფინანსურ გეგმაში. 

მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი საკითხებისა, პირადი ბიზნესი ― ეს ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელსაც მოაქვს გაცილებით მეტი სიხარული და კმაყოფილება, ვიდრე დაქირავებულ მუშაკად ყოფნას. ბევრი მეწარმისთვის საკუთარი ბიზნესი მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის - ეს მათთვის თვითრეალიზაციის საშუალებაა. მეწარმეობა ― ეს არის მსოფლმხედველობის, შინაგანი პრინციპების განსაკუთრებული წყობა. გვინდა ვუსურვოთ ყველა დამწყებ მეწარმეს მუდმივად შეინარჩუნონ ეს განწყობა და ყოველთვის მიიღონ სიამოვნება და შემოსავლი იმით, რასაც აკეთებენ. 

დატოვე კომენტარი