სტარტაპის წარუმატებლობა სტარტამდე

image

სტარტაპების უმეტესობას განვითარება არ აქვს და შქმნის საფეხურზევე კრახს განიცდის. გთავაზობთ რამოდენიმე მიზეზს, რაც ამ წარუმატებლობას იწვევს: 

1. ესეც ბიზნესია - სტარტაპიც ბიზნესია და მისი განვითარებისთვისაც საჭიროა გამოკვლევები, დაგეგმვა და ცვლილებების აუცილებლობის გაგება. ზოგიერთ დამწყებ ბიზნესმენს ეს არ ესმის, რაც სამწუხაროდ კრახის მიზეზი ხდება. 

2. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს - წარმატება მომენტალურად არ მოდის. მოთმინება და ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ, რომ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური გავლენა არ იქონიონ მასზე. პირველი პუნქტიდან გამომდინარე აქაც გავიმეორებთ, რომ სიტუაციის კვლევა, დაგეგმვა და ცვლილებებისთვის მზაობა - უმთავრესი მომენტებია ბიზნესის გადასარჩენად. 

3. ფინანსები - ოფისი, კომპიუტერები, ავეჯი, მანქანა - სტარტაპს ძალიან დიდი კპიტალი სჭირდება. ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ რამეს უფასოდ გააკეთებთ. გახსოვდეთ - სტარტაპი, რომელიც უფასო მუშაობას მოითხოვს, ვერასოდეს იქნება წარმატებული. 

4. იყავით რეალისტი - ყველაფერს თავისი დრო აქვს და ასევე საჭიროა დრო კონკრეტული საქმის შესასრულებლად. იყავით რეალისტი და საქმის კეთებისას გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი, რაც მისი სრულყოფილად შესრულებისთვის არის საჭირო, რადგან უხარისხოდ შესრულებულს სჯობს საერთოდ არ გააკეთოთ, ან მოანდომოთ დიდი დრო და შექმნათ სრულფასოვანი პროდუქტი. 

5. სტრატეგია - დაფიქრდით, რა მოხდება თუ სტარტაპისთვის არასაკმარისია სტრატეგიული დაგეგმვა და თქვენ უფასოდ მუშაობას გთხოვენ? რა იქნება შემდეგ? - სავარაუდოდ კიდევ ერთი სტარტაპი, რომელმაც კრახი განიცადა.  

დატოვე კომენტარი