×
ქავთარაძის 1ა

პროექტი დასრულებულია.

1კვმ-ის ფასი 730$-დან

ბინები: 55კვმ-დან

2 21 11 10; 577 411414; 591 117109
ვ. ფშაველას გამზ. 70ბ
http://azimuti.ge
azimuti2012@gmail.com
პროექტის დეტალური აღწერა
ფოტო გალერეა
ამ კომპანიის სხვა პროექტები

კომპანია „აზიმუტი“ გთავაზობთ ახალ პროექტს ქავთარაძის 1 ა-ში. პროექტი მოიცავს 12 სართულიან საცხოვრებელ სახლს, 5 სართულიან საოფისე შენობას,ორდონიან პარკინგს და გამწვანებულ ეზოს. ბინების მინიმალური ფართია 55 კვ.მ. ხოლო მაქსიმალური 175 კვ.მ. საოფისე ფართები კი 47დან 179 კვ.მ.-მდეა. ბინები ბარდება თქვენი სურვილის მიხედვით, თეთრი ან მწვანე კარკასის მდგომარეობაში, ან დასრულებული რემონტით. (დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ FAQ-ხშირად დასმული კითხვების გვერდზე).

 

ჩვენ არც ამჯერად ვღალატობთ პრინციპს ვაშენოთ ხარისხიანად და საფუძვლიანად და მშენებლობის პროცესში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებსა და ტექნოლოგიებს. კარკასი მთლიანად შენდება მსოფლიო ლიდერის გერმანული კომპანიის „DOKA“-ს საყალიბე ინვენტარით. შენობა მოპირკეთდება ევროპული ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით, ჩაისმება გერმანული კარ-ფანჯარა, დამონტაჟდება მაღალი დონის ლიფტები.

 

პროექტი მდებარეობს სამანქანო გზიდან მოშორებით, წყნარ, მყუდრო ადგილას. 2 დონიანი პარკინგი საშუალებას გვაძლევს აღმოვფხვრათ, ჩვენი ქალაქისთვის მეტად აქტუალური პარკინგის პრობლემა. საცხოვრებელი შენობის ორივე მხარეს განთავსდება ლამაზი, გამწვანებული ეზო. პროექტი ესაზღვრება სავაჭრო ცენტრ „გუდვილს“. მოსახერხებელია მისადგომადაც,როგორც სამარშრუტი ტაქსებით, ასევე მეტროთი (სადგურები „დელისი“ და „ვაჟა ფშაველა“).

 

პროექტის მშენებლობა სრულად დაფინანსებულია კომპანიის პარტნიორი ბანკის „საქართველოს ბანკის“ მიერ. მშენებლობა დაიწყო 2015 წლის თებერვალში და დასრულდა 2016 წლის მარტში.


დატოვეთ კომენტარი