×
აქსის პალასი 1

უზარმაზარი, მრავალფუნქციური კომპლექსი

032 2 24 17 17
ალ.ყაზბეგის გამზ.N24
www.axis.ge
info@axis.ge
პროექტის დეტალური აღწერა
ფოტო გალერეა
ამ კომპანიის სხვა პროექტები

 აქსის პალასი 1

„აქსის პალასი 1“  არის უზარმაზარი კომპლექსი, რომლის არქიტექტურა, მომსახურება, გეგმარება, ინფრასტრუქტურა და სხვამრავალი დეტალი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ცხოვრების ხარისხი სრულიად ახალ დონეზე არის აყვანილი. ეს არის მასშტაბული მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც საცხოვრებელი ფართები შეადგენს 75 000 კვ.მ - ს, საოფისე ფართები 10 000 კვ,მ-ს, ხოლო კომერციული 20 000 კვ,მ-ს.

„პალასი 1“-ის გარშემო შემქნილია კომერციული ფართების 500 მეტრიანი უწყვეტი ფრონტი. აქ უკვე გახსნილია კაფე, რესტორნები, ბანკები და  აფთიაქი.  სულ მალე გაიხსნება  ჰიპერმარკეტი, რაც მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

დროთა განმავლობაში თავდაპირველმა პროექტმა განიცადა ცვლილებები. გაიზარდა   სარეკრეაციო ზონა – 8000 კვ.მ-დე. აქვე განთავსდება 25 მეტრიანი საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი. 9635 კვ. მეტრის ფართზე კეთდება ავტოსადგომები.

კომპლექსი აღიჭურვა Kleemann-ისა და ThyssenKrupp-ის ლიფტებით, Rehau-ს კარ-ფანჯრებით, Fingerjoint-ის ხის ჟალუზებთ, რომელიც დაცულია გახუნებისა და დეფორმაციისგან და Comisa-ს მილებით.  ფასადზე გამოყენებულია Caparol-ის საღებავები.

 

პროექტის უპირატესობები

მრავალფუნქციურობა

ცენტრალური მდებარეობა

დიდი ზომის ვესტიბიული

 მდებარეობა

„პალასი 1“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში და გადის სამ ქუჩაზე: გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვი), საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებზე. ის მხოლოდ 200 მეტრით არის დაშორებული მეტროდან. ახალი მაგისტრალი და სატრანსპორტო კვანძი ვაკესა და სხვა უბნებში მოხვედრას ამარტივებს. ერთი მხრიდან პალასი 1-ის პარალელური ქუჩაა პეკინი, ხოლო მეორე მხრიდან ალ. ყაზბეგის გამზირი.

 მომსახურება

პალასის იდეის მთავარ ნაწილს მომსახურება წარმოადგენს. აქ მობინადრე უნდა გრძნობდეს, რომ მასზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ, მზად არიან გაუწიონ მასმომსახურება და ცდილობენ  მას და მის ოჯახს შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი. ამისათვის ჩვენ შემოგვყავს პარტნიორი კომანია, რომელიც უზრუნველყოფ შემდეგ მომსახურებებს:

კონსიერჟი

დაცვა

დასუფთავება

ლიფტის მომსახურება

 


დატოვეთ კომენტარი