კომპანია
დასახელება
განაცხადი
დეტალური ინფორმაცია

პოლისი სამოგზაურო

ერთჯერადი სამოგზაურო დაზღევა - დღეში 50 თეთრიდან

სამოგზაურო დაზღვევა: მოულოდნელი სამედიცინო ხარჯების დაფარვა საზღვარგარეთ

პოლისი სამოგზაურო ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამლვა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, მწერის ან ცხოველის ნაკბენი, ყურის ანთება, ბრმა ნაწლავის ანთება, გასტრიტის გამწვავება და სხვა. პოლისი ასევე ითვალისწინებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში. ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორი საერთაშორისო ასისტანს კომპანია უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში.


პოლისი Easy Travel

წლიური მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევა -  10 ლარიდან კვირაში

სამოგზაურო დაზღვევა მთელი წლის განმავლობაში ერთი სადაზღვევო პოლისით

პოლისით Easy Travel შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება. Easy Travel მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად საჭირო აღარ არის კონკრეტული თარიღის დაფიქსირება და ახალი პოლისის გამოწერა ყოველ მოგზაურობაზე. გახარჯული დღეები ფიქსირდება დაზღვეულს პასპორტში - საზღვრის გადაკვეთისა და გადმოკვეთის მომენტში.


სამოგზაურო დაზღვევა

მომსახურება:

·         50,000 ევროს ფარგლებში სამედიცინო მომსახურება, ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევისას

·         ცხედრის რეპატრიაცია

·         ოჯახის წევრის ვიზიტი ავატმყოფობისას

ღირებულება:

·         დღეში 50 თეთრი